რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ფართომასშტაბიან წვრთნებს ატარებს, რომელის სამხრეთის სამხედრო ოლქის 15 ბაზაზე ჩატარდება.

როგორც გამოცემა ეხო კავკაზა წერს, სწავლება ერთდროულად ოთხი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩატარდება, კერძოდ: ვოლგოგრადისა და როსტოვის ოლქებში, ადიღეში, ჩრდილოეთ ოსეთსა და ინგუშეთში, სომხეთის რუსულ ბაზებზე, ანექსირებულ ყირიმში და აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

გარდა ამისა, წვრთნაში ჩართული იქნება 7 ათასზე მეტი სამხედრო, მათ შორის საზღვაო ქვეითები, 50-ზე მეტი ავიაგამანადგურებელი, ბომბდამშენი, ვერტმფრენი და ორი ათასი ერთეული საბრძოლო ტექნიკა.