მადურომ ტრამპის ხელისუფლებას ექსტრემისტების დაჯგუფება უწოდა
ნიკოლას მადურომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელისუფლებას "ექსტრემისტების დაჯგუფება" უწოდა და ვენესუელის კრიზისში დაადანაშაულა. BBC-სთან ინტერვიუში მადურომ განაცხადა, რომ ჰუმანიტარულ დახმარებას არ დაუშვებს, რადგან აშშ ამით ქვეყნის საქმეებში ჩარევას გაამართლებს:
"ისინი იბრძვიან, რათა ვენესუელა ჩაიგდონ ხელში".
რამდენიმე დღის წინ მადურომ ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარება არ შემოუშვა და გზები სატვირთოებით გადაკეტა. მისი თქმით, ვენესუელას შეუძლია ხალხის მოთხოვნილების დაკმაყოფილება და სხვებისგან არაფერი არ უნდა ითხოვონ.
გარდა ამისა, მან აშშ-ს სანქციები ვენესუელის პრობლემებში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ აშშ სპეციალურად ქმნიდა ჰუმანიტარულ კრიზის, რათა სამხედრო ინტერვენცია გაემართლებინა:
"ამიტომაცაა, რომ მთელი ღირსებით ვეუბნებით, რომ მათი ნამცეცები, ნარჩენები და ტოქსიკური საჭმელი არ გვჭირდება".
რამდენიმე კვირაა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნითა და ნიკოლას მადუროს რეჟიმის დამხობით კარაკასში საპროტესტო აქციები იმართება. ვენესუელის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ხუან გუაიდომ ქვეყნის დროებით პრეზიდენტად თავი 24 იანვარს გამოაცხადა. ხუან გუაიდოს მხარდაჭერას უცხადებენ ლათინური ამერიკისა და ევროპის ქვეყნების დიდი ნაწილი, მათ შორის, საქართველო, აშშ და კანადა.
ნიკოლას მადუროს კი მის მიერვე შექმნილი კონსტიტუციური ასამბლეა და ჯარი უჭერენ მხარს. მის ლეგიტიმურობას აღიარებენ რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, ირანი, კუბა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკები.
ნიკოლას მადურო, ვენესუელას პრეზიდენტად პირველად 2013 წელს აირჩიეს. 2018 წელს 1 300 000%-იანი ინფლაციის მიუხედავად, ნიკოლას მადურო უკვე მეორედ გახდა ქვეყნის პრეზიდენტი, თუმცა არჩევნების შედეგები არალეგიტიმურად ცნო დემოკრატიული სახელმწიფოების ნაწილმა.
საერთაშორისო ულტიმატუმის მიუხედავად ნიკოლას მადურო ვადამდელი არჩევნების ჩატარებას არ აპირებს.
ამავე თემაზე:
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვააზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს
-
გადახედვაპაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს პაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს
-
-
-
-
გადახედვაყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
-
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
კომენტარები