წყნეთში მუნიციპალური ავტობუსი #34 დაგორდა და ხეებს შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.