გადაცემა "რა? სად? როდის?" ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სატელევიზიო ეთერში ბრუნდება. ინტელექტუალური თამაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მაისიდან გავა.

გადაცემის წამყვანი კვლავ გიორგი მოსიძე იქნება. გაზაფხულის სერიაში გუნდები 2016 წლის შემადგენლობით მიიღებენ მონაწილეობას.

"რა? სად? როდის?" ქართული ვერსიის დებიუტი 1996 წელს, სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე შედგა. ამის შემდეგ გადაცემა წლების განმავლობაში გადიოდა მეცხრე არხზე, შემდეგ კი - რუსთავი 2-ზე.

ინტელექტკლუბის ხელმძღვანელის, გიორგი მოსიძის თქმით, შეკითხვების მიღება უკვე დაწყებულია.