13 თებერვალს 17:00 საათზე ეროვნულ ბიბლიოთეკას უნიკალური ექსპონატი - ილია ჭავჭავაძის საწერი მაგიდა გადაეცემა საჩუქრად.

ეს უნიკალური ნივთი ბიზნესმენმა დავით ჩაჩანიძემ და ეროვნული ბიბლიოთეკის ტრადიციულმა შემომწირველმა გიორგი რურუამ შესწირეს ეროვნულ ბიბლიოთეკას.

მაგიდა ილია ჭავჭავაძის მემორიალურ კაბინეტში დაიდებს ბინას.