კვირას გამართულ გრემიზე ლედი გაგამ მისი და ბრედლი კუპერის სიმღერის Shallow როკ-ვერსია შეასრულა.

თავად კუპერი ლონდონში იყო და BAFTA-ს დაჯილდოებას ესწრებოდა, ამიტომ, გაგამ სცენაზე მის გარეშე დაანთო ცეცხლი.

თუმცა, ოსკარზე წარდგენილი სიმღერის შესრულების დასასრულს, გაგამ უცნაური და ამავდროულად მომნუსხველი რამ გააკეთა — მიკროფონი ხელში აიტაცა და ცალი თვალით კამერაში შეიხედა.

ასე ჩანდა ეს მომენტი დარბაზში...

ფოტო: Kevin Winter / Getty Images

...და ასე ჩანდა ის ტელევიზორიდან.

ტვიტერის რეაქციამაც არ დააყოვნა და ცოტა ხანში, ლედი გაგას მომაჯადოებელი მზერა წლევანდელი დაჯილდოების ყველაზე პოპულარულ მიმად იქცა. აი ისინიც:

1. როცა ამოწმებ, გამზადდა თუ არა პიცა

2. როცა ჩამრთველებს ათვალიერებ, რომ გაარკვიო, ვინ მოიპარა შენი დამტენი

3. როცა ნეტფლიქსი გეკითხება, აგრძელებ თუ არა ყურებას

4. კადრი A Star Is born-დან

5. "თამაშები გააქვს?"

6. რას ხედავს ჩემი საჭმელი, როცა მიკროტალღურ ღუმელში ვიყურები

7. როცა მობილურში ვიდეოს უყურებ და ეკრანი ტრიალდება

8. როცა ფანჯრიდან ვამოწმებ, მოვიდა თუ არა თოვლი