ამერიკელი მუსიკოსი პინკი გრემის ერთადერთ ნომინაციაში, წლის საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომი, არიანა გრანდესთან დამარცხდა, თუმცა მან იმავე ღამით საუცხოო ჯილდო შვილებისგან მიიღო.

ფოლგისგან დამზადებული ვეება გრამოფონის ფოტოები მომღერალმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა:

"მადლობა ბავშვებო, ეს ჩემი საყვარელი ჯილდოა"

View this post on Instagram

Thanks Kids:) my favorite kind of award

A post shared by P!NK (@pink) on

მუსიკოსი გრემის არ დასწრებია, თუმცა, ჯილდოს გარეშე დარჩენის შემდეგ დაჯილდოებას გამოეხმაურა და დამსწრეებს სასიამოვნო საღამო უსურვა:

"მგონი ცოტა რადიკალურია, რომ გრემის მეოცე ნომინაციაში წავაგე. თუმცა, ჩემთვის ისიც პატივია, რომ ამ დაჯილდოების ნაწილი ვარ. ვულოცავ ყველა ნომინანტს! სასიამოვნო ღამეს გისურვებთ".

ცოტა ხნის წინ, პინკს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. ღონისძიების შემდეგ, მუსიკოსი ელენ დეჯენერესმა თავის შოუში მიიწვია, სადაც მან თქვა, რომ ყოველთვის, როცა გრემის ნომინაციაში მარცხდება, სახლში ქმარი ფოლგის გრამოფონს უკეთებს.

"მე ის ადამიანი ვარ, რომელიც უმეტესად ნომინაციებს იღებს", - იხუმრა მან.

პინკი ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიის დაჯილდოებაზე 20-ჯერ არის ნომინირებული, თუმცა აქედან მან მხოლოდ 3-ჯერ მოიპოვა გამარჯვება.