ამერიკელი მსახიობი ჯენიფერ ენისტონი 50 წლის გახდა და მნიშვნელოვანი თარიღი დიდი წვეულებით აღნიშნა.

ვარსკვლავით სავსე საღამოზე იყვნენ რიზ უიზერსპუნი, ჯორჯ და ამალ კლუნები, სანდრა ბულოკი, ელენ დეჯენერესი, გვინეტ პელტროუ, ლორა დერნი, დემი მური, ორლანდო ბლუმი და კეტი პერი.

დაბადების დღეზე გამოჩნდნენ Friends-ის მსახიობები ლიზა კუდროუ და კორტნი კოქსიც.

და ეს ყველაფერი არაა. ყველასთვის გასაოცრად, ენისტონის დაბადების დღეს, მისი ყოფილი ქმარი, ბრედ პიტიც დაესწრო.

როგორც ვარსკვლავთან დაახლოებულმა წყარომ People-ს უთხრა, დაბადების დღეზე ჯენიფერის საყვარელი ადამიანები იყვნენ, ბრედი კი ერთ-ერთი მათგანია:

"ბრედ პიტი ჯენის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა მან მისი მოწვევა მეგობრებთან განიხილა. ის ძალიან ბედნიერი იყო, რომ ბრედი გამოჩნდა, მით უმეტეს, ჯენის დაბადების დღეზე ბრედის უამრავი მეგობარიც იმყოფებოდა".

ანისტონი და პიტი ერთმანეთს Friends-ის გადაღებაზე შეხვდნენ. ისინი 1998 წლიდან ხვდებოდნენ ერთმანეთს, 2000 წელს კი მალიბუში იქორწინეს. წყვილის ურთიერთობა 2005 წლის განქორწინებით დასრულდა.

ჯენიფერის დაბადების დღის დახურული წვეულებიდან სურათები ისეთმა ვარსკვლავებმა გამოაქვეყნეს, როგორებიც არიან გვინეტ პელტროუ და ქეით ჰადსონი.