5 რამ, რაც ლიეჟში უნდა ნახოთ
როგორც ბოლო რამდენიმე დღეში შევიტყვეთ, ბრიუსელის გარდა, ბელგიაში სხვა საინტერესო ქალაქებიცაა, მათ შორისაა ლიეჟი, რომელიც თავისი არქიტექტურით სხვა ქალაქებისგან გამოირჩევა. გთავაზობთ 5 ადგილს, რომელსაც ლიეჟში ჩასვლისას უნდა ესტუმროთ.
1. Walloon Life-ის მუზეუმი
მუზეუმი მეჩვიდმეტე საუკუნით დათარიღებულ მონასტერშია. აქ 350 000-მდე დოკუმენტი ინახება, რომლებშიც ვალონიის ცხოვრება და კულტურაა ილუსტრირებული. პირველი სართული სხვადასხვა თემატიკას, რელიგიასა და ფესტივალებს ეთმობა, ხოლო მეორე სართულზე სტუმრებს შეუძლიათ ყველისა და კალათების გაკეთების პროცესი იხილონ. მუზეუმში შეგიძლიათ თოჯინების თეატრსაც დაესწროთ, რომელიც დასაბამს 1931 წლიდან იღებს.
2. მეზის მდინარე
მასზე Pont des Arches-ის ხიდი მეცხრამეტე საუკუნეში აიგო, რათა უფრო ძველი, მეთერთმეტე საუკუნის ხიდი ჩაენაცვლებინა. მეზის მდინარეზე 2 საათიანი კრუიზი 7,5 ევრო ღირს. ერთ-ერთი კრუიზი კი Walloon Life-ის მუზეუმამდეც მიგიყვანთ. მდინარის გასწვრივ უამრავი ნავსაყუდელია, მასთან ახლოს კი ყოველ კვირას ე.წ "ფლი მარკეტიც" ტარდება.
3. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი
თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, Parc de Boverie, მეცხრამეტე და მეოცე საუკუნის ხელოვნებას იტევს, სადაც შეგიძლიათ იხილოთ პიკასოს, პისაროს, მონესა და კოკოშკას ნამუშევრები. მოკლედ, La Boverie იმპრესიონიზმისა და სიურეალიზმის საგანძურია, რომელიც ლიეჟში ჩასვლისას აუცილებლად სანახავია. მუზეუმის გარშემო პარკია გაშენებული, სადაც ვიზიტორებს საუკეთესო შესაძლებლობა აქვთ, ადგილობრივ ბუნებას გაეცნონ.
4. საკონდიტრო Una Gaufrette, სადაც უგემრიელესი ბელგიური ვაფლის ჭამა შეიძლება
ლიეჟში სტუმრობისას, აუცილებლად შეიარეთ Une Gaufrette, Saperlipopette-ში, ცნობილ საკონდიტროში. აქ ყველა ინგრედიენტი ნატურალურია და ვაფლები ტრადიციული რეცეპტით მზადდება, რომელიც მეცხრამეტე-მეთვრამეტე საუკუნის ერთგვარი რეკონსტრუქციაა. ლიეჟის ვაფლი გაცილებით ტკბილია, ვიდრე - ბრიუსელის და უფრო სქელი ცომით მზადდება. მისი ფასი $4-იდან $9-მდე მერყეობს, რაც ლიეჟის ვაფლის გასინჯვად აუცილებლად ღირს.
5. Montagne de Bueren-ის 374-საფეხურიანი კიბე
Montagne de Bueren 1881 წელს აიგო, ის 374-საფეხურიანი ასასვლელია, რომლის გზაც ქალაქის ცენტრამდე მიდის. ერთ-ერთი ვერსიით, კიბეები 1881 წელს აიგო მეთხუთმეტე საუკუნის ომში დაღუპული 600 ჯარისკაცის პატივსაცემად და ასასვლელს მათი მეთაურის სახელი, Vincent de Bueren დაერქვა. კიბეების სათავედან მთელი ქალაქის ხედი იშლება.
ლიეჟიც, შესაძლოა, ბელგიის ერთ-ერთ მთავარ კულტურულ ცენტრადაც ჩაითვალოს. ნაგებობათა უმეტესობა მეცხრამეტე საუკუნისაა, რაც თავისებურ ელფერს სძენს ქალაქს და სტუმრებს ძველ დროში აბრუნებს.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
კომენტარები