საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით პატრიოტთა ალიანსის წევრის, ემზარ კვიციანის კანონპროექტს, ანტიდისკრიმინაციული კანონიდან ტერმინების "სექსუალური ორიენტაციისა" და "გენდერული იდენტობის" ამოღებას მხარი არ დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 27-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 13, თუმცა კვორუმისთვის 63 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.

როგორც კვიციანი აცხადებდა, საკანონმდებლო სივრცეში ამ ტერმინების ასახვით ზნეობრივი ნორმები დაირღვა.

"საკანონმდებლო სივრცეში აღნიშნული ტერმინების არსებობა, ეწინააღმდეგება ჩვენი სამყაროს ძირითადი რელიგიების ფასეულობებს და სწავლებებს. ეს ფსევდოღირებულებები წინააღმდეგობაში მოდის როგორც ოჯახის ინსტიტუტთან, ასევე საზოგადოების ზნეობრივი და სულიერ საფუძვლებთან", — წერია განმარტებით ბარათში.