პატრიოტთა ალიანსის წევრი ემზარ კვიციანი მიიჩნევს, რომ საქართველოში შემომსვლელ "სტუმრებზე" გარკვეული შეზღუდვები უნდა დაწესდეს. ამის შესახებ მან საქართველოს პარლამენტში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბინადრობის უფლების კანონპროექტის განხილვის დროს ისაუბრა.

"იმ დროს, როცა ჩვენი ქვეყნიდან ჩვენი ხალხი გარბის, არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს, მაგრამ უნდა იყოს რაღაც ზღვარი, რომ გარკვეული რაოდენობის ხალხი შემოვუშვათ საქართველოში და არა ისე, რომ ქართველები ნაკლები დავრჩეთ და ჩამობრძანებული სტუმრები მეტი", — თქვა კვიციანმა.