11 თებერვალს, გამთენიისას თბილისში, ორთაჭალაში ტრანსგენდერ ქალს სცემეს. დაზარალებული ქალი ამბობს, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა კაცმა მას ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ სამართალდამცველებმა ბრალდებული ადგილზე დააკავეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 178-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ძალადობასა და ძარცვას გულისხმობს.