ევროპული საქართველო პარლამენტში ინიციატივით შედის, რომ მათი ალტერნატიული მოდელის განხილვამდე დაგროვებითი პენსია შეჩერდეს.

ევროპული საქართველოს მოდელის მიხედვით:

  • ყოველ მოქალაქეს რჩება არჩევანი, ნაბაყოფლობით ჩაერთოს დაგროვებით საპენსიო სქემაში;
  • ეს მოდელი ერთნაირად და თანაბრად ხელმისაწვდომია ყველა ასაკის ადამიანისთვის;
  • დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეს აძლევს არჩევანს, თავად განსაზღვროს დასაგროვებელი თანხის ყოველთვიური ოდენობა.

ევროპული საქართველოს დაგროვებითი საპენსიო სისტემით, 40 წლის 500-ლარიანი დარიცხული ხელფასის მქონე მასწავლებელი ქალი, პენსიაზე გასვლის მომენტიდან, საბაზო პენსიის გარეშე, დაგროვებითი სქემით მიიღებს ყოველთვიურად 576 ლარს.

"ევროპული საქართველოს დაგროვებითი საპენსიო სისტემა აგებულია საგადასახადო შეღავათის პრინციპზე: მოქალაქე, თუკი იგი თავისი ღირსეული სიბერისთვის ფულის დაგროვებას გადაწყვეტს და საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით ჩაერთვება, იგი გამოიყენებს მისივე დასაბეგრი ხელფასიდან ჩამოჭრილ საშემოსავლო გადასახადს, რომელიც ქართული ოცნების მთავრობას დღეს ბიუჯეტში მიაქვს", — აღნიშნავენ პარტიაში.

მათი თქმით, დაგროვებითი საპენსიო სისტემა არ იყენებს საბიუჯეტო სახსრებს და დამატებით გადასახადს არ უწესებს დამსაქმებელს. შესაბამისად, [პარტიაში ამბობენ, რომ "იგი არ იწვევს უმუშევრობის ზრდას 40 წელს ქვემოთ ასაკის ადამიანებში, როგორც ამას ქართული ოცნების სქემა აკეთებს"

"ჩვენი დაგროვებითი საპენსიო სისტემის ადმინისტრირება ხდება დამატებითი ბიუროკრატიის გარეშე, რაც მაქსიმალურად ამცირებს საპენსიო ფონდებში ჩინოვნიკების ხელის ფათურისა და კორუფციული გარიგებების შანსს. საპენსიო სქემის მონაწილე თავად განსაზღვრავს არა მარტო იმას, ჩაერთოს თუ არა სქემაში, არამედ იმასაც, რომელ კომპანიას ანდოს თავისი საპენსიო დანაზოგის მართვა", — დასძენენ პარტიაში.

პენსიის დაგროვების სისტემა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. სისტემაში სავალდებულო წესით ჩაერთო ყველა დასაქმებული, ხოლო ნებაყოფლობით ნებისმიერი თვითდასაქმებული. კანონპროექტის მიხედვით, სქემაში ჩართვა სავალდებულოა 40 წლამდე პირებისთვის, 40 წლის ზემოთ კი, ნებაყოფლობითი.

ამავე თემაზე: