იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, სერგო მეთოფიშვილი ამბობს, რომ საბჭოს წევრობა "არაფრად უღირს", თუ სასამართლო სისტემა ვერ დაიცვა. ამის შესახებ მან თბილისის საქალაქო სასამართლოში საბჭოს გასვლითი სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

"დღეს გარკვეულ პოლიტიკოსთა წრე გვეუბნება რომ, დამოუკიდებლობის რელსებზე შემდგარი სისტემა უკუსვლით დაძარით და წაიყვანეთ წარსულში. მე უვადოდ დანიშნული ვარ, უზენაეს სასამართლოს წევრთა კანდიდატთა სიაში არ ვარ. მე ვიცავ სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობას. თუ დავინახავ რომ ვერ ვერევი ამას, საბჭოს წევრის სავარძელი ჩემთვის მომხლიბვლელი არაა. თუ დავინახავ რომ ვერ შევძელი ამის გაკეთება, მივიღებ სხვა გადაწყვეტილებას", — განაცხადა მეთოფიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების ნაწილი, მათ შორის ეკა ბესელია და მისი მხარდამჭერები მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერების მოთხოვნით საკანონმდებლო ინიციატივა წამოაყენეს. საკანონმდებლო ინიციატივით, უნდა შეჩერდეს მოსამართლეების გამწესება უვადოდ, პირველ და მეორე ინსტანციაზე ანუ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებშ.

"საქართველოს კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში სპეციალური მუხლია. ამ ჩანაწერით 2024 წლის 31 დეკემბრამდე ანუ 2025 წლამდე შეიძლება იუსტიციის საბჭომ არ გამოიყენოს უვადოდ დანიშვნა და პირველად გამწესების შემთხვევაში მოხდეს 3-წლიანი გამოსაცდელი ვადის გამოყენება", — განაცხადა ეკა ბესელიამ.

აღნიშნულ ინიციატივას ხელს აწერენ დეპუტატები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, დავით ჭიჭინაძე, ოთარ ჩრდილელი, ლევან კობერიძე, კობა ნარჩემაშვილი.

ამავე თემაზე: