საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი მიქაუტაძე ამბობს, რომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესის შეჩერებით სასამართლოზე ბერკეტის შენარჩუნება სურთ. მიქაუტაძის თქმით, მსგავსი სურვილი აქვთ "გარკვეულ ძალებსა" და პოლიტიკოსებს.

"[მიზანია] შენარჩუნდეს მოსამართლეების ვადით დანიშვნა, რომ ისინი დამოკიდებული იყვნენ ვადაზე და ამ კუთხით არსებობდეს ბერკეტები ზეგავლენისა და მათ საქმიანობაში ჩარევის", — ამბობს მიქაუტაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების ნაწილი, მათ შორის ეკა ბესელია და მისი მხარდამჭერები მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერების მოთხოვნით საკანონმდებლო ინიციატივა წამოაყენეს. საკანონმდებლო ინიციატივით უნდა შეჩერდეს მოსამართლეების გამწესება უვადოდ, პირველ და მეორე ინსტანციაზე ანუ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებშ.

"საქართველოს კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში სპეციალური მუხლია. ამ ჩანაწერით 2024 წლის 31 დეკემბრამდე ანუ 2025 წლამდე შეიძლება იუსტიციის საბჭომ არ გამოიყენოს უვადოდ დანიშვნა და პირველად გამწესების შემთხვევაში მოხდეს 3-წლიანი გამოსაცდელი ვადის გამოყენება", — განაცხადა ეკა ბესელიამ.

აღნიშნულ ინიციატივას ხელს აწერენ დეპუტატები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, დავით ჭიჭინაძე, ოთარ ჩრდილელი, ლევან კობერიძე, კობა ნარჩემაშვილი.