პატიმარმა, რომელიც საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით შიმშილობდა, თვითმკვლელობა სცადა
პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, პატიმარმა, შოთა შანიძემ, რომელიც მანამდე არაერთხელ შიმშილობდა მისი საქმის გადახედვით მოთხოვნით, თვითმკვლელობა სცადა. უწყებაში ამბობენ, რომ პატიმარმა პოლიეთილენის პარკით საპირფარეშოს კარის სახელურზე სცადა თავის ჩამოხრჩობა. შემთხვევა 9 თებერვალს #9 პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდა.
პენიტენციური სამსახურის განცხადებით, შანიძე #9 დაწესებულებაში 2017 წლის 26 იანვარს შეიყვანეს და ამ დღიდან მისივე განცხადების საფუძველზე იზოლირებულ საკანში იმყოფებოდა. უწყების ინფორმაციით, პატიმრის მიმართ ვიზუალური და ელექტრონული მეთვალყურეობა მიმდინარეობდა. მათი თქმით, სწორედ ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის შედეგად მოხერხდა მსჯავრდებულის გადარჩენა.
უწყებაში ამბობენ, რომ პატიმარი ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს და ამ ეტაპისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მათივე თქმით, საქმეზე გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
შოთა შანიძის საქმე
უწყების ინფორმაციით, შოთა შანიძეს 2009 წლის 11 მაისს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ რამდენიმე მუხლით 33 წლითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. განაჩენი 2010 წლის 30 მარტს უცვლელი დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ხოლო 2010 წლის პირველ ივლისს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ.
უწყებაში ამბობენ, რომ შოთა შანიძე გასამართლა 2014 წლის 4 მარტს #14 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულ გიგა ფარტენაძის გარდაცვალების საქმეზე. 2015 წლის 15 დეკემბერს შანიძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პირველი და მეორე საქმის განაჩენთა ერთობლიობით და ამნისტიის გათვალისწინებით 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 3 იანვარს შანიძემ შიმშილობა გამოაცხადა. ის განაჩენის გადახედვას და მის უდანაშაულოდ ცნობას, ასევე მთავარი პროკურატურისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელი ხელმძღვანელების დასჯას ითხოვდა. მათი თქმით, შანიძემ შიმშილობა 10 იანვარს შეწყვიტა და 6 თებერვალს განაახლა.
უწყების ინფორმაციით, შანიძე ითხოვდა მსჯავრდებულ გიგა ფარტენაძის გარდაცვალების საქმეზე საქართველოს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას. შანიძემ შიმშილობა 7 თებერვალს შეწყვიტა. 9 თებერვალს კი თვითმკვლელობა სცადა.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები