იბრძოლეთ ევროპისთვის – კუნდერას, ფამუქისა და კიდევ 28 ინტელექტუალის მანიფესტი
ევროპა ჩვენ თვალწინ იშლება ნაწილებად – ამბობს 30 ინტელექტუალი
"ევროპა ასეთ ცუდ დღეში 1930-იანი წლების შემდეგ არ ყოფილა", - ამბობენ მწერლები და ისტორიკოსები 21 ქვეყნიდან. მათი აზრით, მომრავლებული ნაციონალისტური ტალღების სიმძაფრეს საზოგადოება სათანადოდ ვერ აფასებს.
გთავაზობთ მილან კუნდერას, სალმან რუშდის, ბერნარ-არნი ლევის, მარიო ვარგას ლიოსას, ორჰან ფამუქისა და სხვების მანიფესტს ქართულ ენაზე:
"ევროპის იდეა საფრთხეშია.
მას ყველა მხრიდან აკრიტიკებენ, ლანძღავენ და ემიჯნებიან.
"საკმარისია 'ევროპის შენება', - ისმის შეძახილი. სჯობს, ამის ნაცვლად ჩვენი 'ნაციონალური სული' დავიბრუნოთ; 'დაკარგული იდენტობა' თავიდან აღმოვაჩინოთ. ეს არის იმ პოპულისტური ძალების მთავარი ნარატივი, რომლებიც მთელ კონტინენტს მოედნენ. მერე რა, რომ ისეთი აბსტრაქტული ცნებები, როგორებიცაა "სული" და "იდენტობა", ხშირად მხოლოდ ამ დემაგოგების წარმოსახვაში არსებობს.
ევროპას ემუქრებიან ყალბი მქადაგებლები, რომლებიც, ზიზღისგან მთვრალები, დახარბებულები ელოდებიან შესაძლებლობას, რომ სცენაზე გამოვიდნენ. ევროპა მიატოვა ორმა ყველაზე დიდმა მოკავშირემ, რომლებმაც გასულ საუკუნეში ორჯერ იხსნეს კონტინენტი სუიციდისგან. ერთი მათგანი სრუტის გადაღმაა, მეორე კი - ატლანტის ოკეანის მეორე მხარეს. კონტინენტი დაუძლურებულია კრემლის ოკუპანტის თავგასული ჩარევებითაც. ევროპა ჩვენ თვალწინ ნაწილებად იშლება.
ეს არის ზოგადი ამინდი, რომლის ფონზეც ჩაივლის ევროპის საპარლამენტო არჩევნები მაისში. თუ, რა თქმა უნდა, მანამდე რამე არ შეიცვალა. თუ რამემ არ შეაფერხა ეს მზარდი, შეუბრალებელი ტალღა და მას წინააღმდეგობა არ გაუწია. შესაძლოა, ეს ყველაზე კატასტროფული არჩევნები იყოს და ევროპის მტრებმა გაიმარჯვონ. მათთვის, ვისაც ერაზმუსის, დანტეს, გოეთესა და კომენსკის იდეების სწამს, ეს ენით აღუწერელი დამარცხება იქნება. ამ შემთხვევაში გონებისა და კულტურის უარმყოფი პოლიტიკა გაიმარჯვებს. იქნება ქსენოფობიისა და ანტისემიტიზმის აფეთქებები. ტრაგედიას. ვეღარაფერი აგვარიდებს.
ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი, უარს ვაცხადებთ მოახლოებულ კატასტროფასთან შერიგებაზე.
ჩვენ თავს ევროპელი პატრიოტების იმ ნაწილად ვთვლით (ეს ჯგუფი იმაზე ბევრად დიდია, ვიდრე სხვებს ჰგონიათ, უბრალოდ, როგორც წესი, ჩუმი და გარიდებული), ვისაც ესმის, რა დევს სასწორზე. ფაშიზმის დამარცხებიდან საუკუნის 3/4 გავიდა, ბერლინის კედლის დაცემიდან - 30 წელი და ახლა თავიდან გვიწევს ბრძოლა ცივილიზაციისათვის.
ჩვენ გვჯერა იმ დიადი იდეის, რომელიც მემკვიდრეობით გადმოგვეცა და რომელიც საკმარისად მძლავრია იმისთვის, რომ ევროპის ხალხები წინააღმდეგობების მიუხედავად გააერთიანოს. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ის ერთადერთი ძალაა, რომელსაც შეუძლია ტოტალიტარიზმი ჩანასახშივე ამოიცნოს და საშუალება არ მისცეს, ძველი დროის უბედურებებში დაგვაბრუნოს. სწორედ ეს არ გვაძლევს დანებების საშუალებას.
შესაბამისად, გიწვევთ ახალი მოძრაობის მხარდასაჭერად.
გიწვევთ ზომების მისაღებად არჩევნების წინ, რომელსაც ევროპული იდეისთვის საფლავის გამთხრელებს არ დავუთმობთ.
მოგიწოდებთ, რომ გავაგრძელოთ ევროპის ჩირაღდნის ერთმანეთისთვის გადაცემა. მიუხედავად შეცდომებისა, წარსულისა და სიმხდალის იშვიათი გამოვლინებებისა, ეს ჩირაღდანი მაინც ყველა თავისუფალი ადამიანისთვის ანათებს ამ პლანეტაზე.
ჩვენმა თაობამ სწორად ვერ გაიგო. მე-19 საუკუნეში გარიბალდის მიმდევრების მსგავსად (რომლებიც იმეორებდნენ, იტალია საკუთარ თავს თვითონ შექმნის), ჩვენ გვწამდა, რომ კონტინენტი თვითონ გამთლიანდება, ბრძოლისა თუ ძალისხმევის გარეშე. ჩვენს თავს ვუმეორებდით, რომ ასე მუშაობს ისტორია.
სხვა არჩევანი აღარ გვაქვს, ძველ შეხედულებებს უნდა გავემიჯნოთ. ან უნდა ვიბრძოლოთ ევროპის იდეისთვის ან პოპულიზმის ტალღებში მის გაუჩინარებას დავაკვირდეთ.
ნაციონალისტური თავდასხმების საპასუხოდ ჩვენ უნდა აღმოვაჩინოთ აქტივიზმის სული, ვაღიაროთ ის სიძულვილი და ზიზღი, რომელიც გარს გვაკრავს და განგაში ავუტეხოთ იმ მავნებლებს, რომლებიც მზად არიან, პარიზიდან რომამდე, ბარსელონის, ბუდაპეშტის, დრეზდენის, ვენისა თუ ვარშავის გავლით, ცეცხლი წაუკიდონ ჩვენს თავისუფლებას.
ევროპის ამ უცნაურ კრიზისში, რომელიც ომს უცხადებს ყველაფერს, რამაც ჩვენი საზოგადოება ღირებული, დიდებული თუ წარმატებული გახადა, 1930-იანი წლების შემდეგ ყველაზე დიდი გამოწვევა იმალება: გამოწვევა ლიბერალური დემოკრატიისა და მისი ღირებულებების გადასარჩენად.
ავტორები: ბერნარ-ანრი ლევი, მილან კუნდერა, სალმან რუშდი, ელფრიდე იელინეკი და ორჰან ფამუქი.
სხვა ხელისმომწერები: ვასილის ალექსაკისი (ათენი), სვეტლანა ალექსიევიჩი (მინსკი), ენ ეპლბაუმი (ვარშავა), იენს ქრისტიან გრონდალი (კოპენჰაგენი), დევიდ გროსმანი (იერუსალიმი), აგნეს ჰელერი (ბუდაპეშტი), ისმაილ კადარე (ტირანა), ჟიორჟი კონრადი (დებრეცენი), ანტონიო ლობო ანტუნესი (ლისაბონი), კლაუდიო მაგრისი (ტრიესტე), იენ მაკიუენი (ლონდონი), ადამ მიჩნიკი (ვარშავა), ჰერტა მიულერი (ბერლინი), ლუდმილა ოულიცკაია (მოსკოვი), რობ რიემენი (ამსტერდამი), ფერნანდო სავატერი (სან სებასტიანი), რობერტი სავიანო (ნეაპოლი), ეუგენიო სკალფარი (რომი), სიმონ სკამა (ლონდონი), პიტერ შნაიდერი (ბერლინი), აბდულა სიდრანი (სარაევო), ლეილა სლიმანი (პარიზი), კოლმ ტოიბინი (დუბლინი), მარიო ვარგას ლიოსა (მადრიდი), ადამ ზაგაჟევსკი (კრაკოვი).
ნახეთ შაბათის შუადღე, სადაც მანიფესტის შესახებ ქართველმა მწერლებმაც ისაუბრეს:
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
კომენტარები