სახალხო მუსიკის სტილი აშშ-ში; PR და თანამედროვე მუსიკა — აფხაზეთის მთავრობის წევრის მოხსენებები მივლინებაში
აუდიტის სამსახურმა აფხაზეთის მთავრობის შესახებ 2017 წლის ანგარიში გამოაქვეყნა და დაადგინა, რომ აფხაზეთის მთავრობას ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილში ხარვეზები აქვს.
აუდიტის სამსახურმა ნაკლოვანებები რამდენიმე მიმართულებით გამოავლინა, მათ შორისაა არამიზნობრივი მივლინებები.
აუდიტის სამსახურის ცნობით, ფაქტობრივად, ვერ დასტურდება კონკრეტულად, რა სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად მიავლინეს მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი 2-ჯერ, პოლონეთის ქალაქ კრაკოვსა და იორდანიის ქალაქ ელ-მაფრაკში.
ანგარიშში ნათქვამია, რომ მთავრობის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე კრაკოვში გამართულ კონფერენციაზე მთავარი სპეციალისტი წარსდგა მოხსენებითა და პრეზენტაციით — "საზოგადოებასთან ურთიერთობა და სახალხო მუსიკის სტილი შეერთებულ შტატებში", ხოლო ელ- მაფრაკში გამართულ კონფერენციაზე თემის — "პიარი და თანამედროვე მუსიკა, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი", პრეზენტაციით.
აუდიტის სამსახურის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული პრეზენტაციების შინაარსს მთავრობის აპარატის საქმიანობასთან არანაირი კავშირი არ აქვს, რაც ასევე დასტურდება ობიექტის მიერ მოწოდებული ინფორმაციითა და წარდგენილი პრეზენტაციებით
"აღნიშნული გამგზავრებები, მათი მიზნებიდან და შინაარსიდან გამომდინარე, საერთოდ არ ყოფილა მივლინება, მთავრობის აპარატის მიერ ორივე "მივლინებაზე" გაწეული ხარჯები, ჯამში 2 357 ლარი და 60 თეთრი გახარჯულია კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსაბამოდ", — ნათქვამია აუდიტის სამსახურის დასკვნაში.
აფხაზეთის მთავრობის იურიდიული სამსახურის უფროსმა, ნოდარ ჯალაღონიამ რუსთავი 2-ს განუცხადა, რომ აუდიტის დასკვნა არც თუ ისე კრიტიკულია და მათ პრობლემები უნდა გამოასწორონ.
"ეს იყო ვიზიტი საერთაშორისო კონფერენციაზე საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლის. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო დონეზე აფხაზეთის თემატიკაზე საუბარი", — განაცხადა ნოდარ ჯალაღონიამ.
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
კომენტარები