ჯონ რანკინი ბრიტანელი ფოტოგრაფია, რომელმაც ძალიან საინტერესო ფოტოსერია შექმნა.

ფოტოგრაფმა 19 წლამდე ახალგაზრდებს უჩვეულო ექსპერიმენტში მონაწილეობა და სოციალურ მედიაში გამოსაქვეყნებლად საკუთარი ფოტოების ფოტოშოპში დამუშავება სთხოვა — შედეგი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.

საქმე ის არის, რომ ახალგაზრდების უმრავლესობამ ფოტოებზე მცირე ცვლილებების შეტანის ნაცვლად, საკუთარი ნაკვთები რადიკალურად შეცვალეს.

ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ თინეიჯერების უმრავლესობა, თავიანთი კუმირებისა და დღეს გაბატონებული სილამაზის სტანდარტების სერიოზული გავლენის ქვეშა არიან.

"სწორედ სილამაზის სტანდარტებია ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც დღეს ადამიანები ირაციონალურ სტრესს, მოწყენილობასა და ხშირად დეპრესიასაც კი განიცდიან", — ამბობს ჯონი.

ამაზე მოწმობს ბრიტანელი ფოტოგრაფის ფოტოსერიაც, სადაც ახალგაზრდების "მანამდე და შემდეგ" ფოტოები და მათ შორის განსაცვიფრებელი განსხვავება შეგიძლიათ ნახოთ:

ფოტო 1: Rankin / ფოტო 2: Rankin

ფოტო 1: Rankin / ფოტო 2: Rankin

ფოტო 1: Rankin / ფოტო 2: Rankin

ფოტო 1: Rankin / ფოტო 2: Rankin

ფოტო 1: Rankin / ფოტო 2: Rankin