საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრძანებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ერთი კანდიდატის შესარჩევად ღია კონკურსი გამოცხადდა. მსურველებმა განაცხადები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე 2019 წლის 23 თებერვლამდე უნდა გაგზავნონ.

სამეურვეო საბჭოში ადგილი მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც ბორდის წევრმა, ზაზა შათირიშვილმა 2018 წლის 24 დეკემბერს პარლამენტს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე განცხადებით მიმართა. შათირიშვილი სამეურვეო საბჭოში საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით იყო არჩეული.