საქართველოსთან ურთიერთობას აღვადგენთ — ვენესუელას დროებითი პრეზიდენტის წარმომადგენელი აშშ-ში
აშშ-ში ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის წარმომადგენელმა, კარლოს ალფრედო ვეკიომ განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერენ და სუვერენიტეტს აღიარებენ. მათი თქმით, ვენესუელაში სრული კონტროლის მოპოვების შემდეგ საქართველოსთან თანამშრომლობას აპირებენ. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"ჩვენ გვინდა გავხსნათ ურთიერობები საქართველოსთან. ჩვენ მათთან ერთად ვართ და მათ საქმეს მხარს ვუჭერთ. ჩვენ მხარს დავუჭერთ და ვაღიარებთ საქართველოს, როგორც ერთადერთ ქვეყანას, რომელსაც გააჩნია იურისდიქცია აღნიშნულ ტერიტორიებზე. არსებული სიტუაცია ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს", — უწყებაში ამბობენ, რომ ეს განცხადება ალფრედო ვეკიომ ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელა. შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
ვენესუელის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ხუან გუაიდომ ქვეყნის დროებით პრეზიდენტად თავი 24 იანვარს გამოაცხადა. მისი თქმით, ის დაასრულებს ქვეყანაში ნიკოლას მადუროს დიქტატორულ რეჟიმს, ჩამოაყალიბებს გარდამავალ მთავრობას და სამართლიან საპრეზიდენტო არჩევნებს ჩაატარებს.
სატელევიზიო ინტერვიუში ვენესუელის ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ თქვა, რომ ქვეყანაში სამოქალაქო ომის დაწყებას არ გამორიცხავს. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა CBS-სთან ისევ აღნიშნა, რომ კრიზისის დასაძლევად სამხედრო ჩარევა ისევ ვარიანტად რჩება. მადურომ გააფრთხილა ტრამპი, რომ ჩარევის შემთხვევაში ვიეტნამის ომის სცენარს გაიმეორებს.
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები