ცოტა ხნის წინ, ინტერნეტი კიდევ ერთხელ გაერთიანდა. ამჯერად იმისთვის, რომ ჩაძინებული კაცისთვის ეყურებინა.

გეიმერებისთვის შექმნილ სტრიმინგ პლატფორმა Twitch-ზე სტრიმერმა JesseDStreams 3-სათიანი ძილიდან გამოფხიზლების შემდეგ აღმოაჩინა, რომ ცნობისმოყვარე მოთამაშეები მის გამოჩენას მოთმინებით ელოდნენ.

კლიპში ჩანს, რომ ის ნელა იღვიძებს და თავიდან ვერ ხვდება, რა ხდება მის გარშემო. შემდეგ კი, მას სახე სიხარულით ებადრება, 200 მაყურებელი კი ოვაციებით ხვდება.

"კეთილი იყოს შენი დაბრუნება!" "ამერიკული ოცნება!" "გვიყვარხარ!" - უწერენ მას სტრიმზე.

ვიდეოს საიტზე სამ მილიონზე მეტი ნახვა აქვს.