სამხრეთ აფრიკაში, კამფერსის კაშხალზე ფლამინგოებმა 2 000 წიწილა მიატოვეს. პატარა ფლამინგოები გაუსაძლის სიცხეში დარჩნენ მას შემდეგ, რაც კაშხალზე წყალი დაშრა.

ცნობების გავრცელების შემდეგ ადგილზე გარემოსდამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩავიდნენ და მათი ძალისხმევის შედეგად, უპატრონოდ დარჩენილი ფრინველები 950 კილომეტრით დაშორებულ კონსერვაციის ცენტრში, კეიპტაუნში გადაიყვანეს.

კამფერსის კაშხალი წლების განმავლობაში იყო ფლამინგოების მომცრო ჯიშის თავშესაფარი, სანამ გვალვის გამო მიმდებარე ტერიტორია არ გაუწყლოვდა.

ფოტო: Reuters

ფლამინგოები გარკვეული დროის შემდეგ ველურ ბუნებას დაუბრუნდებიან. მანამდე კი ისინი კეიპტაუნის სარეაბილიტაციო ცენტრში ცხოვრობენ და გუბეებში ჭყუმპალაობენ.