ჰეილი ბიბერი (ბოლდუინი) და ჯასტინ ბიბერი, როგორც ოფიციალური ცოლ-ქმარი ამერიკული ჟურნალის ვოგის მარტის თვის გარეკანზე იქნებიან.

წყვილმა თავის გრძნობებზე, ქორწინებაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ინტერვიუში, ჯასტინმა ასევე თქვა, რომ რელიგიური მიზეზების გამო, ქორწინებამდე მათ სექსი არ ჰქონიათ.

"ღმერთს წესები აქვს, თუმცა, არ სურს, რომ ადამიანებს მის გამო სექსი არ ჰქონდეთ. მას სურს, რომ ტკივილისგან და ტანჯვისგან დაგვიცვას. მე ვფიქრობ, რომ სექსს უამრავი უსიამოვნების გამოწვევა შეუძლია. ხანდახან, ადამიანებს სექსი აქვთ, რადგან ისინი თავს კარგად არ გრძნობენ, ეს კი საკუთარი თავის დაუფასებლობის გამო ხდება. ამას აკეთებენ როგორც ქალები, ისე კაცები", - ამბობს ჯასტინი.

ის დასძენს, რომ, სურს თავისი თავი ღმერთს თავიდან მიუძღვნას:

"ეს ჩემი სულის მდგომარეობას აუმჯობესებს. მე მჯერა, რომ ღმერთმა ჰეილით დამაჯილდოვა. როცა კარგად იქცევი, ჯიდლოვდები".

ჯასტინ ბიბერი და ჰეილი ბოლდუინი ზაფხულში დაინიშნენ და 2 თვეში საიდუმლოდ იქორწინეს. ჰეილიმ ბოლდუინმა გვარიც შეიცვალა და ჰეილი ბიბერი გახდა.

წყვილს პირველი ოფიციალური ფოტოსესია ვოგთან ჰქონდა. მათი სურათები ლეგენდარულმა ფოტოგრაფმა ენ ლეიბოვიცმა გადაიღო.

ფოტო: Annie Leibovitz / Vogue

ფოტო: Annie Leibovitz / Vogue

ფოტო: Annie Leibovitz / Vogue

ფოტო: Annie Leibovitz / Vogue

ფოტო: Annie Leibovitz / Vogue

ფოტო: Annie Leibovitz / Vogue

ფოტო: Annie Leibovitz / Vogue