უფსკრული უფსკრულს გასძახის - ცისფერ გალერეაში გია ბუღაძის გამოფენა მოეწყო
დღეს დიმიტრი შევარდნაძის ეროვნულ საგამოფენო დარბაზ ცისფერ გალერეაში მხატვარ გია ბუღაძის ნამუშევრების გამოფენა, სახელწოდებით უფსკრული უფსკრულს გასძახის მოეწყო. დამთვალიერებელს ოთხი დარბაზიდან სამში ნახატები, ერთში კი თივითა და მინიატურული ავტომანქანებით შესრულებული ინსტალაცია დახვდა.
როგორც თავად მხატვარი ამბობს, კლასიკური მუსიკის სიყვარულმა გადააწყვეტინა ნამუშევრები ოთხ ნაწილად განვითარების მიხედვით დაეყო. პირველ დარბაზში ავტობიოგრაფიული ნამუშევრები, გისოსებში ჩასმული ავტოპორტრეტი სხვა ნახატები დაგხვდებათ. ეს ადამიანის ცხოვრების პირველი ეტაპია, როდესაც რუტინულად სხვების გავლენის ქვეშ ხარ. მხატვარი პორტრეტებზე ბეჭდის, დაღის დასმით გვიჩვენებს ჩარჩოებში მოთავსებულ ადამიანებს:
„ამისგან გათავისუფლება ერთადერთი რაღაცით შეიძლება მოხდეს, აზროვნებით. არამგონია, ადამიანი რამე სფეროში იყოს თავისუფალი გარდა აზროვნებისა. დანარჩენი ყველაფერი გარდა აზროვნებისა იძულებაა“.
მეორე დარბაზში ბიბლიოდრამის სახელწოდებით გაერთიანებული ნახატები აზროვნებას, განათლებასა და მისი განვითარების ეტაპებს გადმოსცემს. 32 მეტრიანი ნამუშევარი თავიდან აზროვნების მშენებლობას გიჩვენებს: აშენებ, ალაგებ, როგორც მაღალსართულიან შენობებს, შემდეგ სამსჯავროს პერიოდს გადიხარ, კრიზისს და ამის შემდეგ იბადება ახალი სამყარო, რომელშიც ხელახლა იბადები. როგორც გია ბუღაძე განმარტავს, გამოდის, რომ საკუთარ აზროვნებაში თავიდან იბადები.
მესამე დარბაზი ინსტალაციას აქვს დათმობილი, სადაც დამტვრეული და ხორცად ქცეული მინიატურული მანქანები თივაში აწყვია. თავად აცხადებს, რომ ვოლკსვაგენის მოდელი მისი სახელწოდების მნიშვნელობის გამო აარჩია:
- ვოლკსვაგენ ხოჭო
- ხოჭო ანუ სკარაბა იოსი (ეგვიპტურ მითოლოგიაში)
- სკარაბა იოსი ანუ თვითდაბადებული ნეხვიდან
ამას გარდა, ინსტალაციაში სამი ძირითადი ფერია გამოყენებული: წითელი, თეთრი და შავი, რაც სამი სკნელის განმარტებას იძლევა. შავი - ქვესკნელი, წითელი - სკნელი და თეთრი - ზესკნელი.
და ბოლოს, მუსიკალური ნაწარმოების საფინალო ნაწილი და მეოთხე დარბაზში გაერთიანებული ნამუშევრები სახელწოდებით უფსკრული უფსკრულს გასძახის ავტორის განმარტებით ადამიანის ყოველდღიურობა, ბიუროკრატია, პოლიტიკა, კრიზისულობის განცდაა:
"დიდი ხანია ეს აზრი თავში მიტრიალებს. კრიზისულობა მეტად უნდა განვიცადოთ უფრო ძლიერად, რომ გავთავისუფლდეთ. უფსკრული უფსკრულს გასძახის, ეს არის 41-ე ფსალმუნის მეშვიდე თავიდან და ნიშნავს, რომ შენი შინაგანი ზემო სამყაროს უფსკრულს გასძახის".
გამოფენა 28 სექტემბრამდე გაგრძელდება. ის პროექტ VICTIMA I და VICTIMA II-ის გაგრძელებაა, რომელიც დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 2014 წელს იყო წარმოდგენილი. მაშინ მხატვარმა ტილოზე 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგები გადმოიტანა.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები