ლიტლა დიმუნი ფარერის კუნძულების ერთ-ერთი ყველაზე პატარა და გამორჩეული წარმომადგენელია.

მიუხედავად თავისი მომცრო ზომისა, ამ კუნძულს შესწევს ძალა, რომ ატმოსფეროზე გარკვეული ზემოქმედება მაინც მოახდინოს.

საქმე ის არის, რომ ლიტლა ხშირად ფუმფულა ღრუბლებით არის დაფარული , რომლებიც, როგორც წესი, მთის მწვერვალებში ჩნდებიან ხოლმე.

ფოტო: Erik Christensen

აღსანიშნავია, რომ კუნძული ადამიანებით დასახლებული არასდროს ყოფილა. თუმცა, მასაც ჰყავს საკუთარი მაცხოვრებლები — ის ცხვრებისა და პოლარული ცულნისკარტების სახლია.

აქ სულ 8 სახეობის მცენარე იზრდება, ამიტომ ფარერის სხვა კუნძულებთან შედარებით, მას ყველაზე ღარიბი ფლორა აქვს.

თუმცა, რად გინდა ფლორა და ფაუნა, როდესაც ასეთი საყვარელი და ფუმფულა ღრუბლებით ხარ დაფარული?!