განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების საქმის შემდეგ, მზადაა საარჩენო პერიოდში ინსპექტირებისა და აუდიტის მორატოიუმი გამოცხადდეს, როგორც ერთგვარი "დაზღვევა".

მან დეპუტატებს უთხრა, რომ თუკი მხარი დაუჭერენ ამ ინიციატივას, ეს მნიშვნელოვანი იქნება "სისტემის დეპოლიტიზაციისთვის".

მიხეილ ბატიაშვილი განათლების კომიტეტის სხდომაზე ია კერზაიას გარდაცვალების საქმის ირგვლივ დაგროვილ ოპოზიციის შეკითხვებს პასუხობს.

მინისტრს იქვე მხარი დაუჭირა განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა და თქვა, რომ მორატორიუმის ინიციატივა უნდა შეთანხმდეს, როგორც სამთავრობო, ასევე საპარლამენტო უმრავლესობაში.

"ეს იქნება მნშვნელოვანი პოლიტიზაციის პრევენციისთვის და ასევე ჩვენ უნდა განვიიხლოთ დამატებით ღონისძიებები, რომ სკოლა გახდეს აბსოლუტურად თავისუფალი პოლტიიკური სიმპათიებისაგან", — თქვა მარიამ ჯაშმა.

ია კერზაიას გარდაცვალების საქმე

ზუგდიდის სკოლის დირექტორი, ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის 9 დეკემბერს გარდაიცვალა.

მანამდე ია კერზაია რუსთავი 2-თან ჰყვებოდა, რომ მას შემდეგ რაც არჩევნებში პედაგოგების ჩართვაზე უარი თქვა, ანონიმური წერილის საფუძველზე სკოლაში გენერალური ინსპექციის ორი თანამშრომელი ჩავიდა და სკოლა შეამოწმა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შემოწმების დღეს რეგიონს წყალი არ მიეწოდებოდა და სკოლაშიც საპირფარეშოები იყო გაუმართავი. ამ მიზეზის გამო კი თანამდებობიდან დირექტორის გათავისუფლებას აპირებდნენ.

სკოლის დირექტორზე ზეწოლაზე საუბრობენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ოპოზიცია. აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და აღნიშნა, რომ ამ საქმის პოლიტიზირება მიუღებელია.