ნილსონ აიზაისი ბრაზილიის პატარა პროვინციაში ცხოვრობს და თავის გასახალისებლად ვიდეოებს იღებს, შემდეგ კი მათ იუთუბზე ტვირთავს.

იუთუბერი, მეტსახელად პაპინო, ხილზე, თავის ეზოში ამოსულ ყვავილებზე და სახლში მოგონილ ლაიფჰაკებზე ყვება, თუმცა ის ვიდეოებს მხოლოდ ამ თემებზე არ იღებს.

პაპინო თითოეული გამომწერის სახელს რვეულში იწერს, შემდეგ ვიდეოს იღებს და მათ სათითაოდ უხდის მადლობას.

იანვრის ბოლოს, მას მხოლოდ 1 862 გამომწერი ჰყავდა. მას შემდეგ, რაც მოხუცის არხი გავირუსდა, ნილსონს სერიოზული პრობლემა შეექმნა.

ახლა მას უკვე 3,2 მილიონი გამომწერი ჰყავს!

თუმცა, ამის მიუხედავად, ის კვლავ აგრძელებს საბსქრაიბერების სახელების ჩამოწერას და მათთვის სამადლობელი ვიდეოების მიძღვნას.

მისი ბოლო ვიდეო, სახელად "მადლობა" 19 საათის წინაა გამოქვეყნებული. მასში ჩანს, რომ პაპინო ადამიანების სახელებს კითხულობს ფურცლებზე.

ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კეთილი არხია იუთუბის ისტორიაში. ნილსონი პორტუგალიურად საუბრობს, თუმცა მისი ამბების შინაარსის გარკვევა მარტივია.

აქ ის ტყლარწს ამზადებს

აქ საუზმობს

აქ კი სახურავში აღმოჩენილი ჩიტის ბუდითაა აღტაცებული

პაპინოს არხის პოპულარობა დღითიდღე იზრდება. თუ გსურთ, რომ პერსონალური მადლობა მიიღოთ, შეგიძლია გამომწერების მრავალრიცხოვან არმიას შეუერთდეთ.