ჩვენ თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში ვცხოვრობთ და საკმაოდ საფუძვლიანად ვფიქრობთ, რომ უკვე ვეღარანაირი გამოგონება გაგვაკვირვებს.

თუმცა, მოწყობილობა, რომელსაც დღეს გიჩვენებთ გვარწმუნებს, რომ ადამიანების შესაძლებლობებსა და ფანტაზიას ამ კუთხით საზღვრები ნამდვილად არ აქვს.

ბაზარზე გამოჩნდა მოწყობილობა, რომლის შემქმნელებსაც საკმაოდ ამბიციური მიზნები ამოძრავებთ და სურთ, რომ თქვენი ლეპტოპები და ტელეფონები საკუთარი ინოვაციური პროდუქტით ჩაანაცვლონ.

Gemini PDA ასე ჰქვია დევაისს, რომელზეც კომპანია Planet Computers მუშაობს და რომელიც თავის თავში 24 მეგაპიქსელიან კამერას, სენსორულ ეკრანსა და მოსახერხებელ კლავიატურას აერთიანებს.

5,99 ინჩიან მოწყობილობას 6 GB-იანი ოპერატიული და 64 GB შიდა მეხსიერებაც აქვს და ანდროიდის ოპერაციული სისტემაზე მუშაობს.

Gemini PDA ყიდვა ამაზონზე უკვე შეგიძლიათ და მისი ფასი, დაახლოებით, 776 დოლარია.