რუსმა ალქაჯებმა "მსოფლიოს გასაუმჯობესებელი რიტუალი" პუტინს მიუძღვნეს
რუსმა ალქაჯებმა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მაგიური რიტუალი მიუძღვნეს, რომლის მიზანიც "მსოფლიოში ცხოვრების დონის გაუმჯობესებაა". როგორც ალქაჯების ლიდერი განმარტავს, რიტუალი ისე იყო დაგეგმილი, რომ მსოფლიოს გასაუმჯობესებელად მაგიურ ენერგია რუსეთიდან გაივლიდა. მისი მტკიცებით, რუსეთს პრეზიდენტის გარეშე ვერ წარადგენდნენ და სწორედ ასე იქცა "საერთო სიკეთისთვის ბრძოლა" პუტინის სადიდებელ რიტუალად.
ერთ-ერთი ალქაჯი ადგილობრივ მედიასთან საუბარში ხსნის, რომ ქვეყნის პრეზიდენტი რთულ მდგომარეობაშია და რიტუალიც ამიტომ გახდა საჭირო.
"გვინდა მხარი დავუჭიროთ ჩვენს პრეზიდენტს იმ ძალებით, რომელიც გაგვაჩნია. რთულია მისი მდგომარეობა იმიტომ, რომ ის იბრძვის და მას უნდა ქვეყანაში ყველაფერი კარგად იყოს. ის ებრძვის ყველას, ვინც მას თავს ესხმის და ჩვენ გვინდა ეს ბოროტები დადუმდნენ", — აცხადებს ალქაჯი ირინა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობენ პუტინის მმართველობის შესახებ ალქაჯები პასუხობენ:
"აუცილებელია მთავრობის მხარდაჭერა და ვლადიმერ ვლადიმეროვიჩის, რა თქმა უნდა", — ალქაჯი იულიანა.
"მე არ მაქვს უფლება, როგორც ქვეყნის მოქალაქეს, რომ ვაკრიტიკო პრეზიდენტის ბრძანებულებები", — ალქაჯი ირინა.
"მე ყოველთვის მაკმაყოფილებს ის, ვინც ზემდგომია", — ალქაჯი აფროდიტა.
"ალქაჯების უძლიერესი იმპერია" ასე პოზიციონირებს ქალთა გაერთიანება, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ რიტუალებით სამყაროს ცვლილება შეუძლიათ. თუმცა, მათ რიტუალში სანთლები, თავის ქალები, ფოტოები ან პირადი ნივთები არ გვხვდება. ალქაჯები საკმარისად მიიჩნევენ შავ მანტიებსა და შელოცვების წიგნიდან წყევლის გამოთქმით კითხვას. წყევლა პუტინისთვის ავისმოსურნეებსაც შეხვდათ:
"ვინც ვნებს და ცუდს საუბრობს, სამუდამოდ და უკუნითი უკუნისამდე დაწყევლილ იყვნენ მტრები, მტრები დაიწყევლონ", — ერთხმად ამბობენ ალქაჯები. თუმცა არ აკონკრეტებენ ვინ არის პუტინის მტერი, რომლისგან დასაცავადაც მაგიური რიტუალი გახდა საჭირო.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები