პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი დაემატა
პაშა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დაემატა ორი დამოუკიდებელი წევრი: გიორგი ღლონტი და ებრუ ოღან კნოტნერუსი.
პაშა ბანკის სამეთვალყურეო საბჭო ამჟამად შედგება ხუთი დირექტორისგან:
- სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე: ფარიდ მამმადოვი;
- სამეთვალყურეო საბჭოს წევრი: ჯალალ გასიმოვი;
- სამეთვალყურეო საბჭოს წევრი: შაჰინ მამმადოვი;
- სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი: ებრუ ოღან კნოტნერუსი;
- სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი: გიორგი ღლონტი;
გიორგი ღლონტი და ებრუ ოღან კნოტნერუსი პაშა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრები 2018 წლის 31 დეკემბრიდან გახდნენ. ამასთანავე, ებრუ ოღან კროტნესური 2019 წლის პირველი იანვრიდან ბანკის აუდიტის კომიტეტის წევრია, ხოლო გიორგი ღლონტი კი აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარე.
გიორგი ღლონტმა საბაკალავრო და სამაგისტრო განათლება, როგორც ფინანსისტმა და ეკონომისტმა საბანკო საქმის სპეციალიზებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო.
საბანკო კარიერა მან 1992 წელს იბერია ბანკში საერთაშორისო ტრანზაქციების და დოკუმენტური ოპერაციების დეპარტამენტში ასისტენტის პოზიციაზე დაიწყო. 1994 წლიდან 1995 წლამდე კი ამავე დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობდა. 1995-1996 წლებში გიორგი ღლონტი თიბისი ჯგუფის და ალმა თიბისის ფინანსურ დირექტორად დაინიშნა. ამავდროულად, იყო თიბისი ბანკის დირექტორთა საბჭოს და საკრედიტო კომიტეტის წევრი. 1996 წლიდან 1999 წლამდე თბილუნივერსალ ბანკში იკავებდა საერთაშორისო განყოფილების უფროსის პოზიციას. 1999-2003 წლებში გიორგი ღლონტი იყო PwC-თან ასოცირებული კომპანიის UBC International LTD (Audit & Consulting) მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი, აქციონერი და მმართველი პარტნიორი.
2003 წლიდან 2005 წლამდე, საქართველოს სახალხო ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა. 2005 წელს პროფესიული კარიერა ეროვნულ ბანკში ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე განაგრძო. ამავდროულად, 2008 წლამდე იყო ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი. 2008-2009 წლებში მუშაობდა საქართველოს სახალხო ბანკში (ამჟამად "ლიბერთი"), მთავარ აღმასრულებელ დირექტორად. 2009 წლიდან 2013 წლამდე კი კორ სტანდარტ ბანკის (ამჟამად "ტერა ბანკი") მთავარი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა. 2013-2014 წლებში, გიორგი ღლონტი Phoenix Capital-ის მმართველი პარტნიორი და მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი იყო. 2014 წელს საკაბელო ტელევიზია Super TV-ში აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე გადაინაცვლა. 2014 წლიდან დღემდე, GFTC-ის (SWIFT Service Bureau) არა-აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს. ხოლო 2018 წელს, გახდა და დღემდე არის RSM Georgia Management & Consulting-ის მმართველი პარტნიორი.
ებრუ ოღან კნოტნერუსს ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით, ანკარის შუა აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში მიენიჭა. მას არაერთი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა აქვს გავლილი, მათ შორის: ავთენტური მართვის განვითარების პროგრამა ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში, სტრატეგიული განვითარების პროგრამა ლონდონის ბიზნეს სკოლაში და ლიდერობის პროგრამა კოლუმბიის უნივერსიტეტში.
საბანკო კარიერა ებრუ ოღან კნოტნერუსმა 1991 წელს, Pamukbank-ში შიდა აუდიტის დეპარტამენტში დაიწყო. 1993-1997 წლებში Finansbank-ში, საბიუჯეტო დაგეგმვისა და ფინანსური კონტროლის მენეჯერის თანამდებობას იკავებდა. 1997 წლიდან 1999 წლამდე, Demirbank-ში, უცხოური ინვესტიციების დეპარტამენტში მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა.
1999 წელს, ებრუ ოღან კნოტნერუსი Ottoman Bank-ს შეუერთდა, როგორც რისკების მენეჯმენტის და შიდა კონტროლის დეპარტამენტების ხელმძღვანელი, სადაც იმუშავა 2001 წლამდე.
2001-2003 წლებში, მან პროფესიული კარიერა BBVA Group - Garanti Bank-ში განაგრძო, შვილობილი კომპანიების რისკების მენეჯმენტის დეპარტამენტის ხელმძღვანელად. 2016 წლიდან 2018 წლამდე კი, კომპანიის რისკების მენეჯმენტის დეპარტამენტის მმართველის პოზიციას იკავებდა.
2018 წელს ებრუ ოღან კნოტნერუსი პაშა ბანკს თურქეთში, როგორც საბჭოს დამოუკიდებელი წევრი შეუერთდა. ასევე, რისკების მენეჯმენტის საბჭოს წევრია და აუდიტის საბჭოს თავმჯდომარე.
პაშა ბანკი ბაქოში სათაო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები