თურქეთში, ქალაქ სტამბოლში 8-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. BBC-ის ინფორმაციით, ერთი ადამიანია დაღუპული და რამდენიმე დაშავებული.

როგორც გამოცემა წერს, ნანგრევებში ოთხი ადამიანი მოყვა, მათგან სამის ამოყვანა უკვე მოხერხდა. კორპუსის ჩამონგრევის შედეგად იქვე მდგომი რამდენიმე მანქანა დაზიანდა. შენობის ნგრევის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.