2018 წელს ამერიკელი რეპერი Cardi B ნამდვილ ვარსკვლავად იქცა, 2019 წელს კი, მან პოლიტიკური განცხადებებითაც გამოიჩინა თავი.

17 იანვარს ჰიპ ჰოპ შემსრულებელმა ე.წ. შათდაუნი ინსტაგრამ ვიდეოდან გააკრიტიკა:

"უბრალოდ მინდა შეგახსენოთ, რომ შათდაუნი 3 კვირაზე დიდი ხანია გრძელდება და ტრამპი ფედერალური მთავრობის თანამშრომლებს ხელფასის გარეშე მუშაობას სთხოვს. არ მაინტერესებს, რომ ობამას დროს 17-დღიანი შათდაუნი იყო. ეს მან ჯანდაცვისთვის გააკეთა, იმისთვის რომ თქვენს ბებიებს სისხლის წნევა შეემოწმებინათ და თქვენ გინეკოლოგებთან გევლოთ. ეს სიგიჟეა, ჩვენი ქვეყანა ჯოჯოხეთშია და ეს ყველაფერი კედლის გამო. რაც ახლა ხდება მაშინებს, მაგრამ არ ვიცი რა გავაკეთო. მე ამ სფეროში არ ვმუშაობ. მაგრამ ეს სერიოზულად უნდა აღვიქვათ, რადგან ის ხალხი, ვისაც ხელფასის გარეშე მუშაობა უწევს, მებრალება".

რეპერი პოლიტიკური განცხადების გამო ტრამპის მხარდაჭერების ნაწილმა გააკრიტიკა, რისი მოსმენაც როგორც ჩანს ძალიან გაუჭირდა Cardi B-ის ისტორიის მასწავლებელი, რომელიც, როგორც ჩანს ყოფილ მოსწავლეს შორიდან გულშემატკივრობს.

"თქვენ, ვინც Cardi B-ის ჩემი ფეისბუქის ფიდში ლანძღავთ, მინდა გითხრათ, რომ: 1). მას ამერიკის ისტორიაში სავარაუდოდ თქვენზე უფრო მაღალი ნიშანი ჰქონდა; 2). თქვენ მისნაირად დაკავებული არ ხართ და რა გააკეთეთ, რომ ამ ქვეყნის პოლიტიკური ცვლილებებისთვის? 3). მას ეროვნული პლატფორმა აქვს და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემებზე ლაპარაკობს. რატომ არ სცემთ ამას პატივს? 4). მოკეტეთ და დასხედით".

2018 წლის დეკემბერში, თავისი მასწავლებელი ჯოან ჰილი რეპერმა ინტერვიუში ახსენა და მას საყვარელი მასწავლებელი უწოდა.

"ის ძალიან მკაცრი იყო, მაგრამ ის ყოველდღე მახსენდება", — თქვა მან.

ამერიკის შეერთებულ შტატებში 22 დეკემბრიდან 26 იანვრამდე მთავრობის დახურვის გამო ქვეყნის ეკონომიკამ სულ ცოტა $6 მილიარდით იზარალა.