ოსკაროსანი მსახიობი ჯენიფერ ლოურენსი და მისი შეყვარებული კუკ მარუნი დაინიშნენ. ინფორმაცია People-ს მსახიობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაუდასტურა.

მითქმა-მოთქმასწინ უძღოდა ლოურენსის საჯარო გამოჩენა ნიუ-იორკის რესტორანში, სადაც მას ხელზე ვეებათვლიანი ბეჭედი ეკეთა.

წყვილის ურთიერთობის შესახებ ცნობილი ივნისში გახდა. ამ დროის შემდეგ, ისინი რამდენჯერმე დააფიქსირეს პაპარაცებმა ერთად,

კუკ მარუნი ნიუ-იორკის გალერეის დირექტორია. როგორც ცნობილია, წყვილი ერთმანეთს მეგობრების დახმარებით შეხვდა.

წარსულში ლოურენსი რეჟისორს დარენ არანოვსკის ხვდებოდა, თუმცა წყვილი 2017 წლის ნოემბერში დაშორდა. როგორც პრესა წერდა, წყვილს პრობლემები ფილმ Mother!-ის გადაღებების დროსაც ჰქონდა.

სექტემბერში, ლოურენსი და მარუნი ერთად იმყოფებოდნენ ნიუ-იორკის ფილმის ფესტივალზე, The Favourite-ის პრემიერაზე. ფილმში ლოურენსის ყოფილი შეყვარებული, ნიკოლას ჰალტი მონაწილეობს. ღონისძიებას ესწრებოდა დარენ არანოვსკიც.

ფოტო: Splash News