8 მარტივი რჩევა, როგორ უნდა მოვუფრთხილდეთ თვალებს
სამყარო ზედმეტად საინტერესოა საიმისოდ, რომ ახალი შთაბეჭდილებებისა და გამოცდილების მიღების სურვილი დავკარგოთ და საკუთარ მხედველობას არ მოვუფრთხილდეთ.
ფართოდ გავრცელებული მოსაზრება, რომ მხედველობის პრობლემები მხოლოდ ასაკოვან ადამიანებს აწუხებთ, მცდარია, რადგან დაუფიქრებელი საქციელით, ჩვენი მხედველობა ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება გაუარესდეს.
კომპიუტერთან დიდი ხნით ჯდომა, არაჯანსაღი საკვების ჭამა, ჰიგიენის არდაცვა - ეს იმ მავნე ჩვევების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ჩვენს თვალებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
წაიკითხეთ 10 მარტივი რჩევა , თუ როგორ უნდა მოუფრთხილდეთ თვალებს:
1. არ მოისრისოთ თვალები
თვალების მოსრესა საკმაოდ მავნე ჩვევაა, რადგან ამ დროს დიდი შანსია, რომ დაბინძურებული ხელიდან თვალში ბაქტერიების მთელი არმია მოხვდეს, რაც მოგვიანებით, რომელიმე სერიოზული დაავადების განვითარებას შეუწყობს ხელს.
2. ხელები ხშირად დაიბანეთ
ზემოთ ხსენებულ ჩვევას თუ ვერ ელევით, გამოსავალი ამ შემთხვევაშიც არსებობს — ხელები ხშირად დაიბანეთ.
დარწმუნდით, რომ განსაკუთრებით თვალებთან, სათვალესთან ან კონტაქტურ ლინზებთან შეხებისას თქვენი ხელები ნამდვილად სუფთაა.
3. ერიდეთ მზის პირდაპირ სხივებს
რუჯის მოყვარულმა ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ მზის ულტრაიისფერი სხივები არამხოლოდ კანს, არამედ თვალებსაც აზიანებს.
მზიან ამინდში ყოველთვის გამოიყენეთ მზის სათვალე ან კეპი.
4. არ მოწიოთ
მოწევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს — მათ შორის თვალებისთვისაც.
უნდა იცოდეთ, რომ თითოეული მომდევნო ღერის მოწევისას ასაკთან დაკავშირებული მაკულარული დეგენერაციის პროცესსა და სხვა მძიმე დაავადებების განვითარებას უწყობთ ხელს.
5. იკვებეთ სწორად
იმისთვის, რომ მხედველობა გაუმჯობესდეს, სწორი კვებაც მნიშვნელოვანია.
ხშირად ჭამეთ თევზი, თაფლი, ხახვი, თხილი და ყველა ის პროდუქტი, რომლებიც მხედველობისთვის აუცილებელი ვიტამინებითა და ნივთიერებებითა არის გაჯერებული.
6. მოერიდეთ ეკრანის გამოსხივებას
კომპიუტერის ეკრანის გამოსხივება თქვენი თვალებისთვის ძალიან დამღლელი და დამაზიანებელია.
თუ მნიშვნელოვან საქმეს ასრულებთ და კომპიუტერთან საათობით ჯდომა გიწევთ, ეცადეთ, რომ გამოსახულებას ზედმეტად ახლო მანძილიდან არ უყუროთ. გამოსხივებისგან დამცავი სათვალეც გამოგადგებათ.
7. ერიდეთ ალერგიულ პარფიუმერიას
სილამაზე მსხვერპლს ნამდვილად მოითხოვს, თუმცა, როდესაც საქმე ჯანმრთელობას ეხება გარკვეული სიფრთხილის გამოჩენა მაინც აუცილებელია.
ერიდეთ ალერგიული პარფიუმერიის გამოყენებას, რომლებიც თქვენი თვალების გაღიზიანებასა და ჩაწითლებას იწვევენ. დღის ბოლოს კი მაკიაჟის გულმოდგინედ მოცილება არ უნდა დაგავიწყდეთ.
8. კარგად გამოიძინეთ
დამღლელი დღის შემდეგ თქვენი ორგანიზმისთვის დახარჯული ენერგიის აღდგენა აუცილებელია. კარგი მხედველობის შესანარჩუნებლად, დასვენება და კარგად გამოძინება ხომ თქვენს თვალებსაც სჭირდებათ.
გუშინ, 5 თებერვალს "სხვა შუადღის" ეთერში გადაცემის წამყვანებმა ოფთალმოქირურგ გრიგოლ გამუშაძესთან, მედიცინის დოქტორ მარიამ გოლოვაჩევასა და თამარ ცირეკიძესთან ერთად მხედველობის პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები