კინოაკადემიის 91-წლიან ისტორიაში მეორედ, ოსკარის დაჯილდოების ცერემონია წამყვანის გარეშე ჩაივლის.

ის, რომ ოსკარი წამყვანის გარეშე დარჩებოდა, მედიისთვის სიურპრიზი არ იყო, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად ABC-ის გართობის ახალმა პრეზიდენტმა კერი ბურკმა დაადასტურა.

ამერიკის კინოაკადემიამ ოსკარის 91-ე დაჯილდოების ცერემონიალზე ნომინაციების წარმდგენთა პირველი ნაწილის ვინაობა ცოტა ხნის წინ გაასაჯაროვა. ჯილდოების გადამცემთა სიაში არიან ისეთი ვარსკვლავები, როგორიცაა დენიელ კრეიგი, კრის ევანსი, ვუპი გოლდბერგი, ბრი ლარსონი, ჯენიფერ ლოპესი და სხვები.

ოსკარი წამყვანის გარეშე პირველად 1989 წელს დარჩა.

2019 წლის ოსკარის წამყვანი მსახიობი და კომიკოსი კევინ ჰარტი უნდა ყოფილიყო, თუმცა, მას შემდეგ, რაც ის წლების წინ ტვიტერზე გამოქვეყნებული ჰომოფობიური განცხადებების გამო გააკრიტიკეს, ჰარტმა ცერემონიის წაყვანაზე უარი თქვა.

კინოსამყაროს ყველაზე დიდი მოვლენა 24 თებერვალს, ლოს-ანჯელესში, დოლბის თეატრში გაიმართება.

ამავე თემაზე: