აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის რიგით მეორე სამიტი ვიეტნამში 27-28 თებერვალს გაიმართება. ამის შესახებ ტრამპმა კონგრესში ყოველწლიური გამოსვლის დროს განაცხადა. ვიეტნამში მორიგ შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ კიდევ პირველ თებერვალს გავრცელდა.

"მიმაჩნია, რომ მე რომ არ ავერჩიე პრეზიდენტად, ჩრდილოეთ კორეასთან ომის მდგომარეობაში ვიქნებოდით", — განაცხადა ტრამპმა და დაამატა, რომ ახლა კიმ ჩენ ინთან კარგი ურთიერთობა აქვს.

კიმ ჩენ ინი და ტრამპი ერთმანეთს პირველად 2018 წლის ივნისში სინგაპურში შეხვდნენ. პირველად ისტორიაში აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეის მოქმედი ლიდერები ერთმანეთს შეხვდნენ. სამიტზე მათ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის დოკუმენტს და კორეის ნახევარკუნძულის სრულ ბირთვულ განიარაღებაზე შეთანხმდნენ. ტრამპმა პირობა დადო, რომ ჩრდილოეთ კორეისთვის უსაფრთხოების გარანტიებს უზრუნველყოფდა.

ამავე თემაზე: