ე.წ. კაბელების საქმის ის ნაწილი შევისწავლე, რომელიც გრიფით საიდუმლო არაა — კობახიძის განმარტება
კაბელების საქმის ადვოკატის ლევან სამუშიას განცხადებით, ე.წ. კაბელების საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კანონი დაარღვია, როცა თქვა, რომ "კაბელების საქმეში ჩაიხედა".
ადვოკატი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას დაიწყოს გამოძიება ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ადვოკატმა ტოქშოუ რეაქციაში განაცხადა.
ე.წ. კაბელების საქმეს გრიფი სრულად არ ადევს. საქმის მასალების დიდ ნაწილს 2014 წელს საიდუმლო გრიფი მოეხსნა. მთავარ პროკურატურაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მაშინ განაცხადეს, რომ გრიფით საიდუმლო საქმის მასალების მხოლოდ 7 პროცენტზე დარჩა.
ირაკლი კობახიძის განცხადებას დაუსაბუთებელს და არასწორს უწოდებს ე.წ. კაბელების საქმის კიდევ ერთი ადვოკატი სოსო ბარათაშვილი.
"ასეთი განცხადებები მხოლოდ აზიანებს მართლმსაჯულებას. საქმის ნაწილს ადევს გრიფით საიდუმლო. ეს არის ნაწილი, რომელიც საქმის, ფაქტობრივად, ერთ მხარეს მოიცავს. თუ ის არ გაცნობია სრულად საქმეს, არაკვალიფიციური განცხადებაა, თუ საქმეს სრულად გაეცნო, მათ შორის საიდუმლო მასალებს, მან უნდა ახსნას, საიდან ჰქონდა წვდომა საიდუმლო მასალებთან", — განაცხადა სოსო ბარათაშვილმა On.ge-სთან საუბრისას.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მოგვიანებით განმარტა, რომ მან საქმის ის მასალები შეისწავლა, რომელსაც გრიფით საიდუმლო არ ედო და მასზე დაყრდნობით გამოიტანა დასკვნა რეალური დამნაშავის დაუსჯელობის შესახებ. კობახიძის განმარტების შესახებ On.ge-ს ქართული ოცნების პრესსამსახურიდან აცნობეს.
On.ge დაუკავშირდა საქართველოს პროკურატურას და ელოდება პასუხს, დაინტერესდება თუ არა უწყება ირაკლი კობახიძის განცხადებით.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კაბელების საქმეზე "პასუხი არ უგია იმას, ვინც დანაშაული ჩაიდინა". მისი თქმით, ეს დასკვნა "საქმეში ჩახედვის" შემდეგ გამოიტანა.
კაბელების საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ ე.წ. კაბელების პროექტს, რომლისთვისაც 2013 წელს სახელმწიფოს სარეზერვო ფონდიდან 6 720 877 ლარი გამოიყო, თუმცა პროკურატურის მტკიცებით, აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის მხოლოდ 2 618 005 ლარი იყო საჭირო. სწორედ ამ რიცხვებს შორის სხვაობის - 4 102 872 ლარის გაფლანგვას ედავება პროკურატურა უკვე მსჯავრდებულ 5 პირს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსანი 2016 წლის 16 მაისს ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და სასჯელად თავისუფლების 7 წლით აღკვეთა მიუსაჯა.
ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებული, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2017 წელს შეიწყალა.
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
კომენტარები