ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში გაიმართა FABTalks-ის მორიგი შეხვედრა საერთაშორისო გამოცდილების სამრეწველო დიზაინერთან ზვიად ციკოლიასთან, რომელმაც ისაუბრა თემაზე - როგორ შევქმნათ წარმატებული პროდუქტი.

ზვიად ციკოლიამ დამსწრე საზოგადოებას წარმატების საკუთარი ისტორია გააცნო, გაიხსენა პირველი ნაბიჯები კარიერაში, როდის და როგორ დაიწყო ბიზნეს საქმიანობა. დიზაინერმა ახალგაზრდებს გამოცდილება გაუზიარა და საჭირო რჩევებიც მისცა, როგორ შექმნან წარმატებული პროდუქტი ბაზარზე. შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა.

ზვიად ციკოლიას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს საავტომობილო, სამხედრო და ინდუსტრიული დიზაინის მიმართულებით. მისი პროდუქტები წარმატებით იყიდება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

FABtalks - ტექნოპარკის ფაბლაბის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს FAB Community-თვის საინტერესო თემებზე საჯარო ლექციებისა და შეხვედრების მოწყობას.