პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებას არ მიესალმება და წინააღმდეგია.

მისი თქმით, პრეზიდენტს ამ საკითხზე შესაბამის სტრუქტურებთან მუდმივი კონსულტაცია აქვს.

"უპირობოდ უნდა იყოს ქვეყანაში დაცული გამოხატვის თავისუფლება, თუმცა ასევე დაცული უნდა იყოს ადამიანის პირადი ღირსება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში გიპასუხებთ, რომ ის გადის კონსულტაციებს და მიმდინარე პროცესს პირადად ადევნებს თვალყურს, გამოძიებას ვგულისხმობ", — უთხრა მოისწრაფიშვილმა ჟურნალისტებს.