სახელმძღვანელოდან ბევრის სწავლა შეიძლება, თუმცა ნუ დაივიწყებთ პრაქტიკულ სწავლებასაც. სწორედ ამ ორი კომპონენტის იდეალურ მიქსს სთავაზობს საქართველოს უნივერსიტეტი აბიტურიენტებს, სადაც ლიდერი ლექტორები საკუთარ მრავალწლიან გამოდცილებას მომავალ პროფესიონალებს უზიარებენ, ხოლო კურსდამთავრებულთა 93% უკვე დასაქმებულია.

გიორგი ჩუბკო იმ მცირეთთაგანში შედის, ვინც საქართველოში CCIE# 59916 სერტიფიკატის მფლობელია. იგი საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლაში კომპიუტერული ქსელების - CCNP მიმართულებას ასწავლის. როგორც თავად ამბობს სწავლებისას ორ ძირითად მეთოდს იყენებს: პირველი მაგალითების მოყვანაა პრაქტიკიდან - დამკვეთების დასმული პრობლემების გახსენება, მათი გარჩევა და შემდეგ გადაწყვეტის მიდგომებზე მსჯელობა, ვინაიდან ფიქრობს, რომ რეალურ მაგალითებზე საუბარი აღვივებს სტუდენტებში ინტერესს და ზრდის მათ ჩართულობას.

გიორგი ჩუბკო

გიორგი ჩუბკო

ფოტო: საქართველოს უნივერსიტეტი

თანამედროვე IT ტექნოლოგიებში ძალზედ მარტივდება ახალი ტექნოლოგიებისა და სისტემების დანერგვა და მათი გაშვება, ამიტომ საკუთარ სტუდენტებს სწავლის პერიოდში ისეთი წიგნების და სტატიების გარჩევას ურჩევს, რომელიც მათ საგნის ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარებათ.

მომავალ არქიტექტორებს კი საკუთარ ცოდნას ლადო აბრამიშვილი არქტირეტორი და კომპანია "DMARK”-ის დამფუძნებელი და დირექტორი უზიარებს, რომელიც სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოში არსებულ წამყვან არქიტექტურულ და სამშენებლო კომპანიებში. გასულ წელს იგი საქართველოს უნივერსიტეტის არქიტეტურისა და ინტერიერის დიზაინის პროგრამისა და ნანუკას შოუს ერთობლივ პროექტში მონაწილე სტუდენტების მენტორიც იყო.

ლადო აბრამიშვილი

ლადო აბრამიშვილი

ფოტო: საქართველოს უნივერსიტეტი

ფიქრობს, რომ სწავლების პროცესით მონაწილეობას იღებს ახალი თაობის არქიტექტორების მომზადებაში. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქართველოს რეალურად სჭირდება ახალგაზრდა წარმატებული არქიტექტორები. სტუდენტებს ურჩევს რომ დაიჭირონ ერთი კონკრეტული ნიშა და ყოველთვის იფიქრონ საკუთარ პროდუქტზე.

რეზი ბესელაშვილი და ნინა მენთეშაშვილის სახელი კი თანამედროვე ქართულ ბიზნესში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სტარტაპს "ალტერსოქსს" უკავშირდება, ხოლო მათი სტატიები მეწარმეობისა და მარკეტინგის შესახებ ყოველთვიურად ქვეყნდება საერთაშორისო ბიზნეს ჟურნალის "Entrepreneur"-ის ქართულ გამოცემაში.

რეზი და ნინა

რეზი და ნინა

ფოტო: საქართველოს უნივერსიტეტი

რეზი და ნინა საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლაში მეწარმეობის, ციფრული მარკეტინგისა და ელექტრონული კომერციის კურსებს კითხულობენ.

ფიქრობენ, რომ იმის შესწავლა, თუ როგორ იმართება ბიზნესი, მომავალ პროფესიონალებს დაეხმარებათ არა მხოლოდ საკუთარი ბიზნესის შექმნასა და მართვაში, არამედ მათ შეეძლებათ უფრო სწრაფად და ეფექტურად მიიღონ ყოველდღიური გადაწყვეტილებები.