პარლამენტის პლენარული სხდომის საგაზაფხულო სესიაზე, პარასკევს, 8 თებერვალს ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ. "მინისტრის საათი" საქართველოს კანონმდებლობაში პარლამენტის რეგლამენტის ცვლილების შემდეგ გაჩნდა.

წელიწადში ერთხელ, მინისტრები ვალდებულები იქნებიან პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში წარუდგინონ. მთავრობის წევრების პარლამენტში მისვლის განრიგი ისე უნდა გაიწეროს, რომ პლენარული სხდომების ყოველ ორ კვირაში ერთხელ მინიმუმ ერთი მინისტრის საათი მაინც შედგეს. მინისტრის საათი არ ეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მისვლასა და სამთავრობო ანგარიშის მოსმენას.