ესპანელი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი და შეყვარებული მერი ფრანცესკა პერელო 14-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაინიშნენ. CNN-ის ინფორმაციით, წყვილი ქორწილს 2019 წლის ბოლომდე გეგმავს.

როგორც ესპანური მედია წერს, შეყვარებულები მაისში, რომში მოგზაურობისას დაინიშნენ, თუმცა ინფორმაცია ახლა გავრცელდა.

პერელო ამჟამად მალიორკაში მდებარე რაფაელ ნადალის ჩოგბურთის აკადემიაში მუშობს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ინფორმაციის გავრცელებით ნადალი კმაყოფილი არ დარჩა.

"მე ამაზე საუბარი მაწუხებს და არაფრის გასაჯაროებას ვაპირებ. ალბათ გსურთ, ჩვენს ქორწილზე მკითხოთ, მაგრამ არაფერს გეტყვით", - თქვა მან.

რაფაელ ნადალი და მერი პერელო

ფოტო: Corbis

ნადალს მოგებული აქვს საფრანგეთის ღია პირველობის რეკორდული, თერთმეტი ტიტული და ამერიკის ღია პირველობის სამი ტურნირი.