პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებში iPhone 5 ჩანს თუ არა, არ იცის. ამის შესახებ კობახიძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ პოლიტიკოსის კადრებში iPhone 5 ჩანს.

"ეს არის მარტივი სპეკულაცია, იქ ტელეფონების გარჩევა საერთოდ შეუძლებელია. 5 ჩანს, მაგრამ iPhone 5 არ ვიცი", — ამბობს კობახიძე.

რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა კვირის აქცენტებში მისი თქმით, პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ჩანაწერიდან კადრი აჩვენა. გვარამია ამბობს, რომ კადრებში iPhone 5 ჩანს, რომელიც 2012 წლის ბოლოს გამოვიდა და წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში საქართველოში ვერ იქნებოდა.

"მინდა, რომ ძალიან კარგად გამოიძიოს საქართველოს პროკურატურამ. 2013 წელს საქართველოს წინა ხელისუფლება მოკლებული იყო ამ ვიდეოს გადაღების შესაძლებლობას მოკლებული იყო", — ამბობს გვარამია.