ელისო ბოლქვაძე ნიკა რურუას საარჩევნო კლიპში თავისი კადრების გამოჩენას აპროტესტებს
ელისო ბოლქვაძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა რურუას, საარჩევნო ვიდეო რგოლში თავისი კადრების გამოჩენას გამოეხმაურა. პიანისტის განცხადებით, ღონისძიების კადრების გამოყენებასთან დაკავშირებით მას პრეტენზია არ აქვს, მაგრამ არ სურს პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირდებოდეს.
ტელეკომპანია იმედთან სატელეფონო ინტერვიუში ელისო ბოლქვაძე განმარტავს, რომ არცერთ პარტიასთან კავშირი არ აქვს და ის არ დგას ნაციონალური მოძრაობის ღირებულებებთან ახლოს, სწორედ ამიტომ მოუწოდებს ნიკა რურუას მისი კადრების გამოყენებისგან თავი შეიკავოს:
"მიუხედავად იმისა, რომ ეს არის საჯარო კადრები, როდესაც პოლიტიკური პარტია ან ადამიანები რომლებიც პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ და მაჟორიტარად იყრიან კენჭს იყენებენ მათ სარეკლამო კლიპში, მინიმუმ არაკორექტულია ჩემი სახე გამოიყენონ და არ მკითხონ."
ამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ნიკა რურუამ. მან აღნიშნა რომ, ვიდეორგოლი მისი მინისტრობის პერიოდში ჩატარებულ კონცერტებს ასახავს და პიანისტის კადრებში მოხვედრა უბრალოდ ფაქტის ასახვაა:
"ადამიანის სახელის და გვარის პიროვნული გამოყენება არ ყოფილა, უბრალოდ გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ გარდა იმისა რომ ვეხმარებოდით ქართულ სეზონს, ქართულ კინოს, ლიტერატურას ვეხმარებოდით ასევე მუსიკას. მე ვერ ვხედავ აქ ვერაფერს მიუღებელს და თუ მაინცდამაინც გამოჩენა არ სურს ერთი წამით, პრობლემა არ არის ამოვჭრით."
არასამთავრობო ორგანიზაციაში სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება აღნიშნავენ, რომ საარჩევნო კუთხით დარღვევას ადგილი არ აქვს და მუსიკოსმა თავად უნდა გადაწყვიტოს გამოიყენებს თუ არა სასამართლოს გზას საავტორო უფლებების დასაცავად.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ რეკლამაში ჩანს ტელეკომპანია Mezzo-ს მიერ გადაღებული კონცერტი, რომელიც ნიკა რურუას კულტურის მინისტრობის პერიოდში თბილისში ჩატარდა. ამ ეტაპზე ნიკა რურუას ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ატვირთულ სარეკლამო რგოლში ელისო ბოლქვაძის კადრები ამოჭრილია.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები