რომის პაპი ფრანცისკე არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვია. ეს არაბულ ნახევარკუნძულზე კათოლიკური ეკლესიის მეთაურის პირველი ისტორიული ვიზიტია.

ვიზიტის ფარგლებში, რომის პაპი რელიგიურ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას და გამართავს მესას, რომელსაც 120 ათასი ადამიანი დაესწრება.

პაპი ფრანცისკე აბუ-დაბის მემკვიდრე პრინცსა და ავტორიტეტული ისლამური უნივერსიტეტის, ალ-აზხარის ხელმძღვანელს შეხვდება.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მილიონამდე კათოლიკე ცხოვრობს. ოფიციალური ვატიკანი ამბობს, რომ ადგილობრივი კათოლიკებისთვის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უფრო ძლიერი კათოლიკური ეკლესიაა საჭირო. რომის პაპი ვიზიტს 5 თებერვალს დაასრულებს.