თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე წყლის მილი გასკდა, დაიტბორა რამდენიმე ბინა და სალონი. ადგილობრივები ტელეკომპანია რუსთავი 2-თან აცხადებენ, რომ შემთხვევა დილით, დაახლოებით 7 საათზე მოხდა.

"შემოხეთქა ეს ფანჯარა... კარებს ვერ ვაღებდი. ფაქტიურად, აღარაფერი არ მაქვს სახლში", — განუცხადა რუსთავი 2-ს ერთ-ერთმა დაზარალებულმა.

წყლის მილი ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს ეკუთვნის. კომპანიაში ამბობენ, რომ ახლა ყველა ბინას ამოწმებენ, მოგვიანებით კი ზარალს აუნაზღაურებენ.

ამ დროის მონაცემებით წყალმომარაგება შეწყვეტილია ვაკის რაიონში, თაყაიშვილის, მცხეთის, ქობულეთის, შატბერაშვილს და მიმდებარე ქუჩებზე. კომპანიის ინფორმაციით, წყალმომარაგება, სამუშაოების დასრულებისთანავე ხვალ, 4 თებერვლის დილის, 09:00 საათიდან აღდგება.