გახსოვთ მგლოვიარე ვეშაპის ისტორია, რომელმაც თავის მკვდარ ახალშობილთან 1 600 კილომეტრი გაიარა? 6 თვის შემდეგ, ოკეანის კიდევ ერთმა ბინადარმა გამოხატა თავისი შეძრწუნება შვილის დაკარგვის გამო.

როგორც ახალი ზელანდიის კონსერვაციის დეპარტამენტი ამბობს, დელფინი თავისი გარდაცვლილი შვილის სხეულს რამდენიმე სანაპიროებთან ახლოს დღეა დაატარებს და მოცურავეებს მოუწოდებს, რომ მას პირადი სივრცე არ დაურღვიონ.

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი ამბობს, დელფინი შვილის სხეულთან ერთად პირველად 29 იანვარს შენიშნეს. დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ზრდასრული ძუძუმწოვრის ქცევა შვილთან ემოციურ მიჯაჭვულობას გამოხატავს.

"დედა გლოვობს და მას თავისი დრო და სივრცე სჭირდება ამის გადასატანად. ეს ადგილი გადატვირთულია, მაგრამ მას პატივისცემით მოეპყარით და დანაკარგის გადატანაში ხელი არ შეუშალოთ", - წერია განცხადებაში.

როგორც დეპარტამენტი ამბობს, ისინი დელფინს შორიდან ყურადღებას აქცევენ, რადგან დელფინების სხვა ჯგუფი გლოვის პერიოდში მას მარტო ტოვებს.