2019 წლის 11 იანვარს გამოსული ბრიტანული სერიალის, Sex Education-ის მეორე სეზონი ნეტფლიქსმა ოფიციალურად დაადასტურა.

"საკუთარ თავში დაურწმუნებელ ოტისს ყველა პასუხი აქვს, როცა საქმე სექსუალურ რჩევებს ეხება და ამაში მთავარი წვლილი მის თერაპევტ დედას მიუძღვის. მეამბოხე მეივი მას სექს-თერაპიული კლინიკის ჩამოყალიბებას შესთავაზებს", - ასე აღწერს ნეტფლიქსი სერიალს. სიუჟეტი ინგლისის პატარა ქალაქ მურდეილის სკოლაში ვითარდება.

სერიალში კვლავ იქნებიან მთავარი როლის შემსრულებლები ასა ბატერფილდი და ჯილიან ანდერსონი. ასევე მიწისქვეშა კლინიკის წევრე. გადაღებები გაზაფხულზე, დიდ ბრიტანეთში დაიწყება.