მტკიცების ტვირთის შეტრიალება მედიაზე ზეწოლის ბერკეტს შექმნის — ძველიშვილი შეხვედრის შემდეგ
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმძღვანელის, ნატა ძველიშვილის თქმით, გაჟღერდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ცილისწამების საქმეებში მტკიცების ტვირთის შეტრიალებას ემხრობიან. ეს მტკიცების ტვირთს ინფორმაციის გამავრცელებელს აკისრებს. ძველიშვილის თქმით, მსგავსი ცვლილება მედიაზე ზეწოლის ბერკეტს შექმნის.
"ჩვენნაირი სასამართლოს პირობებში მით უმეტეს, ეს მისცემს საშუალებას, რომ [რეგულაცია] სადამსჯელოდ იქნეს გამოყენებული და თვითცენზურის განვითარებისკენ უბიძგებს ", — ამბობს ძველშვილი და დასძენს, რომ ცილისწამების კრიმინალიზება არ იგეგმება.
ამის შესახებ ნატა ძველიშვილმა On.ge-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრის შემდეგ განუცხადა. როგორც ცნობილია, შეხვედრა პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან უნდა გამართულიყო, თუმცა მისალმების შემდეგ მან შეხვედრა დატოვა. არასამთავრობოებს კი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, დიმიტრი გაბუნია და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, ქეთევან მახარაშვილი ესაუბრნენ.
ძველიშვილის თქმით, ისინი ელოდნენ, რომ ცილისწამების კანონის გამკაცრებასთან დაკავშირებით პრეზიდენტისგან მეტ კონკრეტიკას მიიღებდნენ. მისივე განმარტებით, ადმინისტრაცია მოსაზრებებს არასამთავრობოებისგან ელოდა.
"ჩვენ ვცდილობდით, გაგვერკვია რა ტიპის გამოხატვაზე ფიქრობენ, რომ პრობლემა არის და როგორ აქვთ წარმოდგენილი ამ პრობლემის მოგვარება. ვუთხარით რომ, თუკი რაიმე პრობლემას ხედავენ, ჩვენ გვაქვს კანონმდებლობაში ჩანაწერი, სადაც ცილისწამებაზე სამოქალაქო დავა არის შესაძლებელი, არსებობს მედიის თვითრეგულირების ორგანოები, თუ მედიაზეა საუბარი", — აღნიშნავს ძველიშვილი On.ge-სთან საუბრისას.
ძველიშვილი, ამბობს, რომ ნებისმიერი ცვლილება, რომელიც კანონში შევა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტს გააუარესებს. გარდა ამისა, მან არ იცის ჩატარდება თუ არა მსგავსი შეხვედრა მომავალშიც.
შეხვედრა შეაფასა ადმინიატრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ ქეთევან მახარაშვილმაც. მისი თქმით, არასამთავრობოებს ინიციატივის საშუალება მისცეს:
"ამას ჩვენი საზოგადოება, სამწუხაროდ, შეჩვეული არ არის და ამიტომაც არ მიკვირს არასამთავრობო ორგანიზაციების ასეთი რეაქცია, რომ ჩვენ არაფერი არ დავდეთ. არც დავდებთ, სანამ საკმარისი მასალა, ინფორმაცია არ გვექნება".
ცილისწამების კონტროლის ინიციატივა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხე
საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ საჭიროა ისეთი კანონმდებლობა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის ღირსების მეტ დაცულობას და სიტყვის თავისუფლებასაც არ შეზღუდავს. ცილისწამების პრობლემაზე ზურაბიშვილმა საახალწლო მილოცვაში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნებში ეს პრობლემა გამოხატვის თავისუფლების შეზღდუვის გარეშე მოგვარდა. მან პარლამენტს კანონის მიღებისკენ მოუწოდა.
ზურაბიშვილის შემდეგ ამ საკითხზე საჯაროდ მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ ისაუბრა. საშობაო ეპისტოლეში პატრიარქმა განაცხადა, რომ ხშირად სიტყვის თავისუფლებით "ბოროტად სარგებლობენ". მისი თქმით, "დიდი მცდელობაა, რომ სიტყვის თავისუფლება დამახინჯებულად აღიქმებოდეს".
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უნდა დაიწყოს მსჯელობა არა მხოლოდ ცილისწამების, არამედ მძიმე შეურაცხყოფისა და გახშირებული ბილწისტყვაობის პრობლემის მოგვარებაზე.
ცილისწამება დასჯადი ქმედება 2004 წლის შემდეგ აღარაა, ანუ მას შემდეგ, რაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ ახალი კანონი მიიღეს. 2004 წლამდე არსებული კანონით ცილისწამება ისჯებოდა ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ასიდან ორას საათამდე, ანდა გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ერთ წლამდე.
ცილისწამების დეკრიმინალიზება არ ნიშნავს, რომ ასეთი ქმედება შეიძლება უყურადღებოდ დარჩეს. საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობით ნებისმიერ პირს შეუძლია სამოქალაქო წესით იჩივლოს ცილისწამებისთვის და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუმცა მტკიცების ტვირთი ამ შემთხვევაში თავად მომჩივანზეა.
არასამთვრობო ორგანიზაციები ინიცაიტივას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხედ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ეს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას შეუშლის ხელს.
"ჩვენი საზოგადოების მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგია ის, რომ მოქმედი კანონმდებლობა გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს აწესებს და ეს ყოველთვის მიიჩნეოდა ქართული დემოკრატიის დიდ მონაპოვრად", — ასე გამოეხმაურა კოალიცია ცილისწამების შესახებ კანონის მიღების ინიციატივას.
ამავე თემაზე:
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვაპაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს პაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს
-
გადახედვადააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა დააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა
-
-
-
-
გადახედვა"დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს "დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს
-
გადახედვაყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
-
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
კომენტარები